• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 21.04.2021

21 june


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაცნობებთ, რომ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით (სამინისტროს რეგისტრაციის N330895; 06.04.2021), გამოცხადდა კორეის რესპუბლიკის AKS Graduate Fellowship სასტიპენდიო პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ 6 თვის განმავლობაში აიმაღლონ კვალიფიკაცია კორეის რესპუბლიკაში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია. განაცხადების ელექტრონულადწარდგენის პერიოდია: 2021 წლის 19 აპრილის 10:00 საათიდან - 2021 წლის 14 მაისის 17:00 საათამდე (კორეის დროით). დანართის სახით იხილეთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ. ზემოაღნიშნული პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაავრცელოთ თქვენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

დანართი 1

დანართი 2