• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ქართული ტოლერანტობა - გუშინ და დღეს“

21 june


2023 წლის 19 მაისს გაიმართება კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, თემაზე:

„ქართული ტოლერანტობა - გუშინ და დღეს“

კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებსა და სტუდენტებს, მულტიკულტურალიზმის პრობლემებით დაინტერესებულ პირებს.

კონფერენციის დღის წესრიგი:

კონფერენციის გახსნა: 11:00 საათი
მისალმება 3 წუთი
მოხსენება 10 წუთი
მსჯელობა 5 წუთი

მოხსენების მოცულობა და ტექნიკური გაფორმება:

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მომხსენებელმა ვორდის ფაილით უნდა გამოგზავნოს:
სტატიასთან ერთად, ავტორის სრული სახელი და გვარი, სამეცნიერო ან სასწავლო დაწესებულების სახელწოდება, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა.

სტატიის გაფორმების წესი:
ვორდის ფაილი, არაუმეტეს 8 გვერდისა, რეზიუმეს ჩათვლით.
შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება - 1.5, ქართული ტექსტისთვის ფონტი - Sylfaen, ინგლისური ტექსტისთვის ფონტი - Times New Roman.

მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: tamartamriko830@gmail.com
ტელეფონი: 551 005058.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება კრებულის სახით (გადასახადი 50 ლარი, სტუდენტებისთვის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა უფასოა).

სტატიები მიიღება 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
....
სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
მის: თბილისი, კოსტავას №77, VI კორპ. მე-8 სართ.