• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

ფაკულტეტის ისტორია

ფაკულტეტის ისტორია

 

     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2016 წლის 16 მაისის # 1987 დადგენილების თანახმად ჩამოყალიბდა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერება ფაკულტეტი;

     ფაკულტეტზე ხორციელდება 17 საგანმანათლებლო პროგრამა სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიანი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა); ასევე ქართულ ენაში მომზადების პროგრამა; ამავე ფორმატში ფუნქციონირებს „ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების“, არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის“, „საინჟინრო ეკონომიკის“, „საზოგადოებრივი ურთიერთობების“, „სოციალური მეცნიერებების“, „უცხოური ენების“ აკადემიური დეპარტამენტები, „თეოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ცენტრი“, „ევროპეისტიკის სასწავლო და სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი“, „ქართველოლოგიის საუნივერსიტეტო სასწავლო - სამეცნიერო კვლევების ცენტრი“, „მთარგმნელობითი ცენტრი“, „არქეოლოგიის სასწავლო - კვლევითი ლაბორატორია“, „ეკონომიკური პროცესების მოდელირების ლაბორატორია“, „მედიატექნოლოგიების ლაბორატორია“ და ტელეცენტრი „სტუ ნეტ TV”;

     ახლადშექმნილ ფაკულტეტის უახლესი მიზანი და უპირველესი ამოცანაა სტუდენტებისათვის ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო - კვლევითი გარემოს შექმნა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კონკურენტუნარიანი ადგილის დამკვიდრება;