• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

მემორანდუმი ბათუმის მერიას, საკრებულოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის

21 june


მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

       ბათუმის მერიას, საკრებულოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაფორმდა. 
მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურში. გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები და დაიწყება კონკრეტული პროექტების განხორციელება. 
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები და მიზნები დაინტერესებულ საზოგადოებას #სტუ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გააცნეს. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.