
მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.
ბათუმის მერიას, საკრებულოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაფორმდა.
#მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურში. გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები და დაიწყება კონკრეტული პროექტების განხორციელება.
#მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები და მიზნები დაინტერესებულ საზოგადოებას #სტუ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ასევე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გააცნეს. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.