• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

Women, Peace and Security 2020 Tbilisi International Conference

21 june


მოგესალმებით,

 

თბილისის ამერიკული კუთხე მოხარულია გაცნობოთ, რომ აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2020”. პროექტის პარტნიორები გახლავთ საქართველოს ახალგზარდა დიპლომატთა კავშირი და ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტი. კონფერენცია ეძღვნება გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის 20 წლისთავს და მიზნად ისახავს ქალების როლის ზრდის ხელშეწყობას თავდაცვის სექტორში. 

 

ამ მიზნის მისაღწევად, თბილისის ამერიკული კუთხე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს პლატფორმას, სადაც მათ შეეძლებათ სიტყვით გამოვიდნენ მაღალი რანგის დიპლომატებთან და პროფესიონალებთან ერთად. საორგანიზაციო გუნდი შეარჩევს სიტყვით გამომსველებს შემდეგ თემებზე: 

 

  1. ქალთა როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის მოგვარებაში;
  2. ქალები სამხედრო სამსახურში;
  3. ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში 20 წლის შემდეგ.

 

აღნიშნულ პანელებზე სიტყვით გამომსვლელთა აპლიკაციების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 2020 წლის 25 ნოემბრამდე. აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ ბაკალვრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 25 წელს.

 

შერჩეული პანელისტები გაივლიან გადამზადებას საჯარო გამოსვლის დაწერასა და მომზადებაში. მათ საშუალება ექნებათ მოამზადონ ათწუთიანი სიტყვა/პრეზენტაცია სასურველი თემატიკის გარშემო, პროფესიონალ ტრენერებთან ერთად. 

 

კონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 11-13 დეკემბერს და მასში მონაწილეობას მიიღებენ:

 

  • დოქტორი როზარია პუგლისი - ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში;
  • თამარ ლილუაშვილი - საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში;
  • თამარ ლობჟანიძე - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანალიტიკოსი;
  • დოქტორი რობერტ ფილიპსი - ბულგარეთი ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და გაეროს კლუბის აკადემიური ხელმძღვანელი. 

 

ვფიქრობთ, რომ თქვენი სტუდენტების მონაწილეობა მსგავს კონფერენციაში ერთობ მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მათი პროფესიული განვითარებისათვის, ასევე უნივერსიტეტის სახელის პოპულარიზაციისთვის. გაუზიარეთ თქვენს სტუდენტებს ეს სასიამოვნო სიახლე. 

 

აპლიკაციის ბმული: https://cutt.ly/5gS4AfZ 

ოფიცილაური განცხადების ბმული: https://cutt.ly/cgDFWOa 

თბილისის ამერიკული კუთხის ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/AmericanCornerTbilisi

 

გაცნობებთ, რომ თბილისის ამერიკული კუთხე გახლავთ აშშ-ს საელჩოსთან აფილირებული დაწესებულება, რომელიც 2006 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის “ამერიკული სივრცეების” პროექტის ფარგლებში დაარსდა. აშშ-ს მთავრობის საჯარო დიპლომატიის პრიორიტეტების გათვალისწინებით, თბილისის ამერიკული კუთხე მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მეშვეობით გააღრმაოს პარტნიორული კავშირი აშშ-სა და საქართველოს შორის. “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოები” ერთ-ერთი ასეთ პროექტთაგანი გახლავთ. 

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

American Corner Tbilisi 

Address: Rustaveli Ave. 6, 2nd Floor, Room 77, Tbilisi, 0108, Georgia

Tel: (+995) 032 292 02 20

Email: tbilisi.ac@gmail.com