
03/12/2021 19 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ჩატარდება ონლაინკონსულტაცია Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით.
კონკურსი გამოცხადებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია და ზოგადი გზამკვლევი Erasmus+ მობილობის მსურველებისთვის იხილეთ ვებგვერდზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუკგვერდზე.
კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები შეჩერებულია, ამიტომ 19 მარტს, 14:00 საათზე, ჩატარდება ონლაინშეხვედრა, რომლის დროსაც დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ და ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/
შეხვედრის ლინკი:
Marika Zviadadze's Personal Room
https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401 | 1267627401