
გატყობინებთ რომ ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსი "დიდი იდეების გამოწვევა 2021" (Big Idea Challenge 2021) იწყება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ს ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი).
კონკურსი ტარდება ოთხ კატეგორიაში:
1. ციფრული ტექნოლოგიები;
2. სოციალური გავლენა;
3. შემოქმედებითობა;
4. კლიმატის ცვლილება.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გაქვთ კონკურსში მონაწილეობის სურვილი, 1 მარტამდე მოგეთხოვებათ უბრალოდ ინტერესის გამოხატვა პლატფორმაზე რეგისტრაციით.
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://creativespark-
პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ და გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა წამახალისებელი პრიზები და ფასიანი ჯილდოები.
კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ: http://innovations.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“. კითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებ გვერდი: innovations.gtu.ge
FB: https://www.facebook.com/
ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge