• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის ონლაინკურსები - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

21 june


ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს ონლაინ სასწავლო კურსებს სტუ-ს სტუდენტებისთვის.

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი სტუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ონლაინ კურსებს 2021/2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.

ონლაინკურსების პერიოდია 2021 წლის  20 სექტემბერი - 2022 წლის 4 თებერვალი.

სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:

  • არქეოლოგია
  • საარქივო მეცნიერება
  • ისტორია
  • პოლიტიკური მეცნიერებები
  • სოციოლოგია
  • სოციალური მუშაობა

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2021 წელი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები, ასევე, უნდა გადააგზვნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge

სასწავლო პროგრამა უფასოა და კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-სთვის გათვალისწინებულია კვოტა 10 სტუდენტის ოდენობით.

საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz