• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამა 2021

21 june


ჩანდიგარის უნივერსიტეტი (Chandigarh University - CU) (ინდოეთი) აცხადებს საერთაშორისო აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამას (International Faculty Exchange Program - IFEP).

სამუშაო ვიზიტის ხანგრძლივობა 1 კვირიდან 12 კვირამდეა.

  პროგრამის ვადები:
- 2021 წლის 23 აგვისტოდან 2021 წლის 30 ოქტომბრამდე 
- 2021 წლის 7 ნოემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე

აკადემიური პერსონალი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩანდიგარის უნივერსიტეტის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ინდოეთში ტრანსპორტირებითა და საცხოვრებელით, თუმცა მიმღები უნივერსიტეტი არ უზრუნველყოფს თვითმფრინავის ბილეთებსა ან ნებისმიერი სახით ფულად გასამრჯელოს.

 პროგრამის ფარგლებში მიმღები უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
• სასტუმროში განთავსებას
• ტრანსფერს აეროპორტიდან
• მასპინძლობას და კვებას (საუზმე, ლანჩი, სადილი)
• კულტურულ ექსკურსიას ქალაქის გარშემო

ჩანდიგარის უნივერსიტეტი, ასევე, სთავაზობს ერთობლივი კვლევების შესაძლებლობას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს (პროფესორებს, ასოცირებულ პროფესორებსა და ასისტენტ პროფესორებს), რომელთაც სურთ ინდოელ კოლეგებთან ერთად იმუშაონ რომელიმე საერთო კვლევით სფეროში.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი.

უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.