• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

პროექტის "მე მიყვარს ქართული-ჩემი სახელმწიფო ენა" შემაჯამებელი ღონისძიება

21 june


 

პროექტის "მე მიყვარს ქართული-ჩემი სახელმწიფო ენა" შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. პროექტში 9 უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების "1+4" პროგრამის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომელთაგანაც რამდენიმე გამორჩეული ნაწერის მქონე სტუდენტს სპეციალური დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები, ყველა დანარჩენს კი მადლობის სიგელები გადაეცათ. აღნიშნული ღონისძიებით ქართული ენის კვირეული დაიხურა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ენის სახელმწიფო დეპარტამენტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. პროექტში ბევრმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და მიხარია რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები ბოლომდე არიან ჩართულნი მსგავს პროექტებში, რომლებიც მათთვის ტარდება რათა შეძლონ საკუთარი თვის ინტეგრირება -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა/