• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, გამოცხადდა კონკურსი - „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“

21 june


ინტერნეტ სივრცეში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველ მეცნიერთა ცნობადობის გაზრდის მიზნით, 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციითკონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირსმათ შორისმოსწავლეებსაც ექნებათ.

როგორც სამინისტროში განმარტავენკონკურსი რამდენიმე ნომინაციისგან შედგება და საქართველოს მეცნიერებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლებისსამეცნიერო დარგებისსამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და მათი მიღწევების შესახებ საუკეთესო სტატიების გამოვლენას ითვალისწინებსსამინისტროს მხარდაჭერით კონკურსს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განახორციელებს.

სტატიების მიღება პირველი სექტემბრიდან დაიწყება და პირველ ოქტომბრამდე გასტანსხოლო გამარჯვებულები 10 ნოემბერს გამოვლინდებიანთითოეულ ნომინაციას სამი გამარჯვებული ეყოლებარომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ: I ადგილზე გასული – 1000 ლარის, II ადგილზე – 800, ხოლო III ადგილზე გასული – 500 ლარის ოდენობით.

კონკურსი „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორისრომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განახორციელებსშედეგადსაერთაშორისო ონლაინ პლატფორმა - ვიკიპედია საქართველოს მეცნიერებისმისი დარგებისა და თვალსაჩინო წარმომადგენლებისსამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა და მათი მიღწევების შესახებ სანდო წყაროზე დაფუძნებული მასალებით შეივსება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულასევე ინგლისურ ენებზე.

განათლების სამინისტროს იცნოფორმაციითმეცნიერების მიმართულების ხელშეწყობა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენსსწორედ ამიტომ პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში არაერთი აქტივობამათ შორის – სამეცნიერო თემატიკის კონკურსებიმასტერკლასებიგამოფენებილექციები და სხვადასხვა სახის შემეცნებითი და სახალისო ღონისძიებები განხორციელდება.

კონკურსის „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: