
თომას მორის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Thomas More University of Applied Sciences) (მეჰელენი, ბელგია) აცხადებს გაცვლით და აკადემიურ პროგრამებზე სტუდენტების მიღებას, 2021-2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.
მულტიდისციპლინური გაცვლითი სემესტრი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის - უნიკალური კონცეფცია ორიენტირებულია ინტერდისციპლინარულ სწავლებაზე, სტუდენტების სამეწარმეო უნარებისა და აზროვნების ამაღლების, საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლისა და გლობალურად ინფორმირებული მოქალაქეების გაზრდის მიზნით.
სასწავლო მიმართულებები:
• ხელოვნური ინტელექტი
• ბიოსამედიცინო ლაბორატორიული ტექნოლოგია
• ბიზნესი
• ქიმია
• სამშენებლო
• კიბერუსაფრთხოება
• საექთნო
• კვება და დიეტოლოგია
• ორთოპედიული ტექნოლოგია
• სოციალური მუშაობა
• სპორტი
ონლაინრეგისტრაციისა და გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.
სადიპლომო აკადემიური პროგრამები - ხარისხის მაძიებელ სტუდენტებს შეუძლიათ დაინტერესდნენ დამატებითი პროგრამით თომას მორის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გელის ინოვაციურ კამპუსში.
• ორთოპედიული ტექნოლოგია სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, ისწავლონ აღნიშნული მიმართულებით ბელგიის უნიკალურ, ISPO სერტიფიცირებულ ინსტიტუტში;
• გამოყენებითი კომპიუტერული მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის სპეციალობით ამზადებს პროფესიონალებს ციფრული მომავლისთვის.
ინგლისურენოვანი პროგრამების სრული პორტფოლიო იხილეთ აქ.
უნივერსიტეტის საერთაშორისო დახმარების ოფისი დაეხმარება სტუდენტებს განაცხადის შევსების პროცესში.
საკონტაქტო პირი:
სოფი მოლსი (Sofie Mols), საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი
ელ.ფოსტა: sofie.mols@thomasmore.be