• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

ა(ა)იპ რეგიონული დემოკრატიული ჰაბი - კავკასიიდან (RDH-Caucasus)

21 june


გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან ვიწყებთ ონლაინ ტრენინგს
თემაზე: ,,დეზინფორმაციის პირისპირ - ონლაინ ინფორმაციის პანდემიასთან
ბრძოლის სტრატეგია და ანალიზი’’. ტრენინგი იმართება ბერლინში დაფუძნებულ
არაკომერციულ ორგანიზაცია Disruption Network Lab-თან
(https://www.disruptionlab.org/?fbclid=IwAR3XvoVRbFCjB7Mxx4NqYEPlst0O1UIeXHq-ixLBf07eNr9Fn5EH0D5KUkA)
თანამშრომლობით, პროექტის „დეზინფორმაციასთან ბრძოლა: მედიის
მრავალფეროვნების ხელშეწყობა საქართველოსა და გერმანიაში“ ფარგლებში,
რომელიც ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური
მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში სამოქალაქო
საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაფართოების პროგრამის ფარგლებში
(აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა).
    ტრენინგის მიზანია როგორც სტუდენტების, ისე სხვადასხვა მიმართულების
პრაქტიკოსებისთვის საჭირო უნარების გაძლიერება, რათა მარტივად შეძლონ
დეზინფორმაციის გამოწვასთან ბრძოლა.
    ტრენინგი გაგრძელდება 5 კვირის განმავლობაში და კვირაში დაეთმობა 3
საათი. ტრენინგის შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:   
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=323617
    მოხარული ვიქნებით პროექტის ფარგლებში ვუმასპინძლოთ საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით,
დაინტერესებულ პირებს ტრენინგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ უნივერსიტეტის
მეილების საშუალებით ან გაავრცელოთ თქვენს საკომუნიკაციო პლატფორმებზე.
აგრეთვე, მზად ვართ, მივიღოთ თქვენგან ნებისმიერი სახის დაინტერესება და
ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
წინასწარ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის,

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ, მომწეროთ ან დამიკავშირდეთ
ქვემოთ მითითებულ მონაცემებზე.

პატივისცემით,
თინათინ ფიჩხაძე
პროექტის "დეზინფორმაციასთან ბრძოლა: მედიის მრავალფეროვნების ხელშეწყობა
საქართველოსა და გერმანიაში" ასისტენტი
ა(ა)იპ რეგიონული დემოკრატიული ჰაბი - კავკასია
+995597035999
Tikapichkhadze@rdh-caucasus.ge