
ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს მობილობის პროგრამას სტუდენტებისთვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 2021/22 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის.
პროგრამა გრძელდება 1 სემესტრის განმავლობაში (2021 წლის სექტემბერი - 2022 წლის იანვარი), უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. პროგრამა ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 სტუდენტის მობილობას სტიპენდიის გარეშე.
პრაქტიკული ინფორმაცია, საგანმანათლებლო კურსები (პოლიტიკური მეცნიერებები; ისტორია; ფილოსოფია; სოციოლოგია
სოციალური მუშაობა, არქეოლოგია და სხვა მსგავსი დისციპლინები) და სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 20 მარტი, 2021 წელი.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა შევსებული აპლიკაციის ფორმა უნდა წარადგინონ ელ-ფოსტაზე: tomas.hercik@uhk.cz და, ასევე, სააპლიკაციო დოკუმენტაცია - სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge.
კონკურსისთვის საჭირო დოკუმენტები იხილეთ აქ.