
ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი აცხადებს ონლაინ სემესტრულ პროგრამას დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, როგორც სტუდენტების კარიერის ინტერნაციონალიზაციის ალტერნატივას და იწყებს ნომინაციების მიღებას ონლაინ გაცვლითი პროგრამისთვის.
სემესტრის თარიღები 2021 წ:
საგაზაფხულო მიღება - სემესტრის დასაწყისი: 2021 წლის 15 იანვარი (სავარაუდო);
სემესტრის დასასრული: 2021 წლის მაისის შუა რიცხვები.
შემოდგომის მიღება - სემესტრის დასაწყისი: 2021 წლის 21 აგვისტო (სავარაუდო);
სემესტრის ბოლოს: 2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვები (სავარაუდო).
ნომინაციების მიღების ბოლო ვადა:
გაზაფხულის სემესტრისთვის - 2020 წლის 30 ნოემბერი
შემოდგომის სემესტრისთვის - 2021 წლის 15 აპრილი.
სწავლა ამჟამად მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, მხოლოდ ინგლისურ ენაზე შეთავაზებულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამების კურსებზე.
სააპლიკაციო დოკუმენტები
- აპლიკაციის დასკანირებული ფორმა
- ოფიციალური ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე
- ფოტო JPG. ფორმატით
- მოქმედი პასპორტის სკანირებული ასლი (ძალაშია მინიმუმ 6 თვის შემდეგ საზღვარგარეთ სემესტრის სავარაუდო დასრულებიდან)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი
- CV
- სამოტივაციო წერილი.
სასწავლო კურსების შერჩევისათვის დაინტერესებული აპლიკანტები უნდა დაუკავშირდნენ ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს ელ.ფოსტაზე: int.admissions@cumail.in.
სასწავლო ხელშეკრულების გაგზავნა საჭიროა სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად, ერთ pdf ფაილში, ელექტრონული ფოსტით, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში (int.admissions@cumail.in).
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებიხილეთ ჩანდიგარის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.