საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა პროექტის "შეხვედრები დამსაქმებელთან" ფარგლებში უმასპინძლა EASY TRAVEL ("იზი თრეველ ეჯენსი") დამფუძნებელს პიარსამსახურის უფროსს ლევან ინაშვილს და სტრატეგიული კომუნიკაციის სააგენტოს "პერიტუს გრუპი" დირექტორს ელდარ პირმისაშვილს
ლევან ინაშვილი და ელდარ პირმისაშვილი აქტიურად იყვნენ ჩართულები "საზოგადოებრივი ურთიერთობების" საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების პროცესში რამაც საფუძველი შეუქმნა სტუდენტთა პრაქტიკის ხელშეკრულების და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ;
ფაკულტეტის დეკანი: ივანე ჯაგოდნიშვილი;
მენეჯერი: გიორგი კულდონაშვილი;
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი: ეკატერინე შაკიაშვილი;
პროფესორები: ვანო ჭიაურელი, გიორგი ზირაქიშვილი, თიკო აფხაიძე, ირაკლი მიქავა, როზა გაფრინდაშვილი;
"საზოგადოებასთან ურთიერთობების" საბაკალვრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.
დაიგეგმა დამსაქმებლებთან ერთობლივი სტუდენტური პროექტის განხორციელება PR სტრატეგიების დაგეგმვის მიმართულებით.