საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა პროექტის ფარგლებში "შეხვედრა დამსაქმებელთან" ფაკულტეტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა პოტენციურ დამსაქმებლებს:
1) ლევან ჯავახიშვილს ტვ იმედი ქრონიკის მთავარი გამოშვების წამყვანი
2) თათა სადრაძეს -რადიო "ფორტუნა+" რადიო "არ დაიდარდო"
მედიაჰოლდინგის PR მენეჯერი (ჟურნალისტი). შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მასმედიის თავისუფლება, ჟურნალისტური ეთიკის ნომრები;
დისკუსია გაიმართა საქართველოში არსებული ტელე-კომპანიების ობიექტური ხედვებსა და ამ პროცესში სტუდენტი ახალგაზდობის ჩართულობაზე. შეხვედრაზე ყურადღება დამსაქმებლის მხრიდან გამახვილდა "მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა" - საბაკალავრო; სამაგისტრო და დოქტორანტურის , "საზოგადოებასთან ურთიერთობების" საბაკალავრო და სამაგისტრო მოდიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;
ასევე დაიგეგმა დასაქმების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობა; შეხვედრათა ციკლი მომავალშიც გაგრძელდება.
სტუმრებმა დაათვალიერეს მედიატექნოლოგიების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის ტელეცენტრი; მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მზაობა გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ;
ფაკულტეტის დეკანი - ივანე ჯაგოდნიშვილი;
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი: ეკატერინე შაკიაშვილი;
ფაკულტეტის მენეჯერი: გიორგი კულდონაშვილი;
პროფესორები: თემურ ჯაგოდნიშვილი, ვაჟა პაპასკირი, გიგლა გობეჩია, მანანა დათუკიშვილი, თამარ მალაღურაძე;
ფაკულტეტის სტუდენტები.