• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

შეხვედრა ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს გენ. დირექტორთან

21 june


2019 წლის 23 სექტემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა არჩილ კალანდიამ შეხვედრა გამართა ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს გენ. დირექტორთან, ბატონ ვან ლეისთან.
საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების დარგში საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს. აღინიშნა, რომ 2019 წლის ოქტომბერში, საქართველოს ეწვევა ზემოხსენებული აკადემიის დელეგაცია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დააფუძნებს ერთობლივ ქართულ-ჩინურ სამეცნიერო და კვლევით ცენტრს (think-tank), რომელიც სხვადასხვა აქტუალურ თემებზე იმუშავებს.
შეხვდრას ასევე ესწრობოდა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ჯემალ ფუტკარაძე.
ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან სამთავრობო დაწესებულებას, რომელიც იმყოფება ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს უშუალო დაქვემდებარებაში და, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან ერთად, მისი მთავარი ფუნქციაა ჩინეთის სახელისუფლებო წრეებისთვის რეკომენდაციების შემუშავება პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციოლოგიისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.