• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

ფინანსური განათლების პორტალი და ბლოგპოსტების კონკურსი

21 june


მოგესალმებით, 

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ფინანსური განათლების პორტალი www.finedu.gov.ge. ვებსაიტზე ბევრი საინტერესო, ობიექტური და სანდო ინფორმაციაა თავმოყრილი ცხოვრებისეული ფინანსების თემაზე და მისი გაცნობა სასარგებლო უნდა იყოს ნებისმიერი მკითხველისათვის, მათ შორის, სტუდენტებისათვის.  

 

მიმდინარე ეტაპზე გამოცხადებულია ბლოგპოსტების კონკურსი დაზოგვის თემაზე, რომელსაც 7 გამარჯვებული ეყოლება. ყველა მათგანს კომერციული ბანკები 500 ლარიანი ანაბრით დააჯილდოვებენ. ნაშრომები კი გამოქვეყნდება ფინანსური განათლების პორტალზე. უფრო დაწვრილებით კონკურსის შესახებ იხილეთ ბმული.

 

ვფიქრობთ, რომ კონკურსში მონაწილეობა თქვენი სტუდენტებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს - ერთი მხრივ, დაზოგვის მნიშვნელობაზე დაფიქრების, მეორე მხრივ, კი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის კუთხით.

 

მოხარული ვიქნებით, თუ გადაწყვეტთ ჩვენთან თანამშრომლობას სტუდენტებისთვის ზემოაღნიშნული ინფორმაციის მისაწოდების კუთხით.

 

ინფორმაციის გაზიარება შეიძლება მათს მეილებზე დაგზავნით ან სტუდენტებისთვის შექმნილ ფეისბუქ-ჯგუფსა თუ უშუალოდ თქვენი უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე გაზიარებით. გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი ღონისძიების ბმულიც: https://www.facebook.com/events/997555673988565/.

 

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ,  მოგვწეროთ მეილზე ან დაუკავშირდეთ ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების თანამშრომელს, მარიამ ვატიტაძეს, ნომერზე 599 559 514.

 

დაველოდებით თქვენს მოსაზრებებს.