• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

21 june


ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

 

საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტი ცნობილი ისტორიკოსის, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ნანა ხაზარაძის დაბადებიდან 89 წლის იუბილის აღსანიშნად ღონისძიებას გამართავს. აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე 2019 წლის 3 თებერვალს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ღონისძიება 2020 წლის 4 თებერვალს, 15:00 საათზე, ტექნიკური უნვერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში შედგება.

 

აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე, 1990 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ისტორიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ფლობდა გიორგი მელიქიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემიებს.

 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიკოს ნანა ხაზარაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.

 

_____________________

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე დაიბადა თბილისში, ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთ გამორჩეულ ოჯახში, 1931 წლის 4 თებერვალს. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1952 წელს ნანა ხაზარაძე, თავის მეუღლესთან, ვახტანგ ფიფიასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. 1955 წელს სწავლა . ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო. აქ შეისწავლა აქადური, ურარტული, ძველბერძნული და ლათინური ენები. მისმა სადიპლომო ნაშრომმა ურარტუს საგარეო პოლიტიკა ძვ. . VIII საუკუნეში, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და გამოქვეყნების რეკომენდაცია მიიღო.

 

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, . ხაზარაძემ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1957 წლიდან 2006 წლამდე ამ ინსტიტუტში განვლო მან სამეცნიერო მოღვაწეობის ყველა საფეხური ლაბორანტიდან მთავარი მეცნიერის თანამდებობამდე. წლების განმავლობაში ის ამ განყოფილების ხელმძღვანელიც იყო. 1990-2005 წლებში ხელმძღვანელობდა ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კომპლექსური შესწავლის საპრობლემო ჯგუფს. 2012 წლიდან ნანა ხაზარაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსი) დასახელდა.

 

ანა ხაზარაძემ 1973 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. . I ათასწლეულის პირველ ნახევარში; სადოქტორო დაიცვა 1985 წელს: ,,საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები (მოსხები), პროფესორის წოდება მიიღო 1990 წელს.

 

მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებს წარმოადგენდა: სამხრეთ კავკასიის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, ახლო აღმოსავლეთის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ისტორია, სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეთნოკულტურული და ეთნოპოლიტიკური ისტორია, თანამედროვე ისტორიის კონფლიქტოლოგიური ასპექტები. მის ნაშრომებში მრავალი სამეცნიერო საკითხი და პრობლემაა გაანალიზებული და გადაჭრილი ფრიგიასთან დაკავშირებული საკითხები, უძველესი ქართველური ტომების, მოსხებისა და მესხების ისტორია, მოსხიკეს და მოსხური მთების ლოკალიზაცია, ტიბარენებისა და მატიენების ისტორია, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია, ძველაღმოსავლური ეთნოკულტურული სამყარო, წმინდა ხის კულტი საქართველოში, ხეთურ-ქართული მითოლოგიური პარალელები, გვიანხეთური ხანის სამეფო სამთავროები, ბიბლია და ქართველი ხალხის განსახლების ისტორია, თაბალის ისტორია და სხვა საკითხები.

 

ანა ხაზარაძემ, პირველმა საქართველოში, შეისწავლა იეროგლიფურ-ლუვიური ენა და დამწერლობა. ამით მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ წყაროებში დაცული უმდიდრესი მონაცემების საფუძველზე ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ძველი ისტორიის კვლევის შესაძლებლობა. ნანა ხაზარაძემ, პირველმა, ისტორიულ წყაროდ გამოიყენა თავად იეროგლიფი, განიხილა იგი, როგორც გარკვეული შინაარსის მატარებელი ნიშანი და