• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

ტელეკომპანია „იმედი“-ს და მეგა პროექტ ,,იქს ფაქტორის’’ პრე კასტინგი

21 june


ტელეკომპანია „იმედი“-ს და მეგა პროექტ ,,იქს ფაქტორის’’ გუნდმა გადაწყვიტა მხოლოდ სტუდენტებისთვის პრე კასტინგის ჩატარება.

ჩვენ გვესმის სტუდენტების დაკავებული გრაფიკის და ამიტომ შევეცდებით, რომ ჩვენთან ურთიერთობის პირველივე ეტაპი იყოს სტუდენტისთვის კომფორტულ გარემოში.

ჩვენ მოვალთ თქვენთან და თქვენსავე სივრცეში მოვუსმენთ მონაწილეობის მსურველებს.

პრექასთინგი არ იქნება სატელევიზიო გადაღების ფორმატის, არ დაესწრება აუდიტორია და სხვა პირები გარდა გადაცემის პროდიუსერის, მუსიკალური ხელმძღვანელის და ტექნიკური პერსონალის რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მონაწილის ემოციური განწყობილება.

შეხვედრა ძირითადად იქნება გაცნობითი ხასიათის და ინდივიდუალური. სტუდენტი მიიღებს ყველა კითხვაზე პასუხს, სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში ყოველგვარი დამატებითი კასტინგის გავლის გარეშე ავტომატურად ჩაერთვება პროექტში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტო მოგმართავ შენ!

თუ ჯერ კიდევ არ გიცდია, თუ მეგობრები გეუბნებიან რომ მღერი, თუ ეს შანსი ჯერ კიდევ არ გამოგიყენებია , ეს კასტინგი შენთვისა. მხოლოდ ერთი დღით და მხოლოდ შენთვის. გელოდებით, მოდი კასტინგზე.

 

15 მარტს 15:00 საათზე პროექტში მონაწილეობის მსურველები მობრძანდით სტუ-ს მეორე კორპუსი, თეატრი სტუდია "მოდი ნახე"..

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 07 41 03.