• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

სტუ-ს სტუდენტები და პროფესორები ლევან ჯავახიშვილსა და თათა სადრაძეს შეხვდნენ

21 june


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის შეხვედრათა ციკლს განაგრძობს.ამჯერად სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება მიეცათ ცნობილ ჟურნალისტს ლევან ჯავახიშვილსა და რადიო ჰოლდინგ ფირტუნას საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს თათა სადრაძეს შეხვედროდნენ.ძირითადი ყურადღება სტუდენტების დასაქმებასა და პირადი გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა.ორგანიზატორების თქმით იგეგმება დასაქმების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობა, ხოლო შეხვედრათა ციკლი მომავალშიც გაგრძელდება. -საუბარი შეეხო იმ პრობლემატურ საკითხებს,რომელიც აწუხებთ სტუდენტებს, ვფიქრობ,რომ ეს პროფლემები მოგვარებადია თუ ჩაერთვება განათლების სამინისტროც. ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი -აღფრთოვანებული ვარ გარემოთი,რადგან ჩემს დროს არ იყო ესეთი ტექნიკით აღჭურვილი,ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა დავსახეთ და დარწმუნებული ვარ ურებენ სტუდენტები და დაფიქრდებიან დღევანდელ შეხვედრაზეც. რადიო ჰოლდინგ ფირტუნას საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათა სადრაძე -შემოგვთავაზეს წინადადებები სტუდენტების სტაჟირების პროგრამაზე,ამ საკითხს გავივლით უნიევრსიტეტის იურიდიულ სამსახურთან ერად და შევათანხმებთ რათქმაუნდა ორივე მხარესთან. საინჟინრო ეკონომიკის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ივანე ჯაგოდნიშვილი