• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

სტაჟირების შესაძლებლობა 1+4 პროგრამის სტუდენტების ან კურსდამთავრებულებისათვის

21 june


ჩვენი ორგანიზაცია, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს სტაჟირების პროგრამას კერძო და არასამთავრობო სექტორში  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის.  პროგრამის მიზანია  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება, სამოქალაქო და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი სამუშაო კომპეტენციების და უნარების განვითარება; სტაჟირების პროგრამა საბოლოო დასაქმებას არ ითვალისწინებს. სტაჟირების სავარაუდო ხანგრძლივობა მოიცავს 1-2 თვეს და დამოკიდებულია კანდიდატის და მიმღები კომპანიის შეთანხმებაზე,  სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრთან თანამშრომლობით. სტაჟირება ითვალისწინებს  დასაქმების პერიოდში ტრანსპორტირებისა და საცხოვრებელით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ანაზღაურებას. 

გთხოვთ, თქვენი უნივერსიტეტის სამიზნე ჯგუფის სტუდენტებს გაუზიაროთ ინფორმაცია ამ ძალიან კარგი შესაძლებლობის შესახებ. 

სტაჟირების და ვაკანტური ადგილების შესახებ  დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში. 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის!