• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

სტაჟირება კომპანია UGT-ში

21 june


კომპანია UGT-ის, ელექტრობისა და შენობის მართვის სისტემების დეპარტამენტში ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ სტაჟიორებს.

 

სამსახურის ძირითადი მიმართულებებია:

•             ელექტრობა;

•             შენობების მართვის სისტემა BMS;

•             ოთახების მართვის სისტემა, ჭკვიანი სახლები GRMS/HBA;

•             ხანძრის აღმოჩენა FA;

•             გახმოვანება PA/BGM;

•             დაშვების სისტემები AC;

•             ვიდეო მეთვალყურეობა CCTV;

•             სიგნალიზაცია IA;

 

სტაჟირების პერიოდში სტაჟიორები ჩაერთვებიან ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებში პროექტის შექმნისა და კონკრეტული გადაწყვეტილებების (solution) მოფიქრების პროცესში, საპროექტო ნახაზების შედგენაში, არქიტექტურული ნახაზების გარჩევაში და ა.შ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ტექნიკური განათლება, სასურველია ელექტრობის და სუსტი დენების მიმართულებით;
  • აუცილებელია ელექტროობის საწყისების ცოდნა;
  • სასურველია AutoCAD-ის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სასურველია მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტები.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს რეზიუმე შეუძლიათ გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოტაზე: trainee@ugt.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითონ “BMS-სტაჟიორი“.