• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

სტაჟირება tv 10

21 june


tv 10 სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს  სთავაზობს სტაჟირების პროგრამას, რომლის ფარგლებში მსურველებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 1-დან 3 თვემდე არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული მსურველების შერჩევა წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით და განათლების პროფილის გათვალისწინებით
 
სტაჟირების მიზანია:
  • დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა;
    • შესაბამისი პროფილის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალების მიცემა;
    • პროფესონალების ზედამხედველობით  და გამოცდილების გაზიარებით აკადემიური, კარიერული და პროფესიული ზრდისთვის ხელშეწყობა;
    • კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა;
    • სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში მედიის სფეროში დასაქმების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
  • სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია : პირველი,მეორე,მესამე და მეოთხე კურსის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს.