• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის საზეიმო გახსნა და პირველი საერთაშორისო კონფერენცია

21 june


2019 წლის 15 ოქტომბერს 10 საათზე ( ქ. თბილისი, კოსტავას ქ.77 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი)  გაიმართება  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის  საინჟინრო  ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტთან  არსებული  ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის გახსნა. ინსტიტუტის დამფუძვნებლები არიან ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამავე დღეს გაიმართება  საერთაშორისო კონფერენცია "ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები- აკადემიური დიალოგი  ნათელი მომავლისათვის"  და გამოფენა, რომელიც ეძღვნება  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეს.  

საქართველოს აქტიური მონაწილეობა აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტში და ამ მხრივ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად კავკასიის რეგიონში ,  ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის გახსნა,  უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ახლად დაარსებული ინსტიტუტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებაში ხელშეწყობას, აკადემიური კავშირების გაძლიერებას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი პლატფომის  მეთოდების შემუშავებას, ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების ერთობლივი  გაცვლით პროგრამებ დანერგვას   ჩინეთის სოციალურ მეცნიერებებათა აკადემიაში და   აკადემიის შემედგენლობაში არსებულ  100-ზე მეტ  ინსტიტუტში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ჯემალ ფუტკარაძე, 577 40 19 49