
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია რეკომენდაციით მიმართავს ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, გარდა დაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელძღვანელისა, 2021 წლის 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე პერიოდში მაქსიმალურად უზრუნველყონ თანამშრომელთა გადასვლა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 სასწავლო კორპუსში ფუნქციონირებს სამედიცინო სივრცე, სადაც ყოველდღე, 10:00-დან 20:00-მდე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შესაძლებელია უნივერსიტეტის სტუდენტთა და თანამშრომელთა, ასევე, მოქალაქეთა ვაქცინაცია.