
ერეკლე II-ის დაბადებიდან 300-წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტეტში, 2020 წლის 27-29 ნოემბერს, სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია გაიმართება.
საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონფერენციის მიზანია, სამეცნიერო გარემოში ერეკლე II-ის, როგორც განსაკუთრებული მოღვაწის მასშტაბურობის წარმოჩენა პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სამხედრო, ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ჭრილში.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ); ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ რედაქცია.
კონფერენციის თემატიკა: კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებების პრობლემატიკა და თემატიკა შეზღუდული არ არის. აქცენტირებული იქნება: ქართული ჰუმანიტარული აზროვნების ევროპეისტული რეგისტრები; ასევე, „ერეკლე II, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და ისტორიული პიროვნება მესამე ათასწლეულის გადასახედიდან“.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2020 წლის 27-29 ნოემბერი.
კონფერენციის ჩატარების ადგილი:
27-29 ნოემბერი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მ. კოსტავას ქუჩა 77, VI კორპუსი;
29 ნოემბერი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ).
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 5 ნოემბერი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, უნდა შეავსონ განაცხადის
ფორმა - გთხოვთ, იხილოთ დანართი
განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
საკონტაქტო პირები:
თამარ შაიშმელაშვილი – (+995) 551 005 058; ასმათ ფიფია – (+995) 599 557 993
კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება კონფერენციის შრომათა კრებულში
გთხოვთ, იხილოთ ნაშრომისა და სტატიის გაფორმების წესი