• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

საქართველოს განათლების აკადემიის შრომათა ახალი კრებული

21 june


* * *

     საქართველოს ლიტერატურისმცოდნეობის აკადემიას მტკიცედ აქვს დამკვიდრებული ადგილი ქართულ დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიებს შორის.ს იგი აერთიანებს ჩვენი ქვეყნის აღიარებულ მეცნიერ ლიტერატურათმცოდნეებს, რომელთა მოღვაწეობა და მეცნიერული კვლევები კარგადაა ცნობილი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც – ლიტერატურის თეორიის, ისტორიის, ლიტერატურული ურთიერთობების აქტუალურ პრობლემებზე.

     საქართველოს ლიტერატურისმცოდნეობის აკადემიის პრეზიდენტია ცნობილი მეცნიერი, ლიტერატურული ურთიერთობების სახელოვანი მკვლევარი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ ბაქანიძე. მისი ხელმძღვანელობით დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი მოიპოვა.

    აკადემიის წევრთა მოღვაწეობა აისახება საერთაშორისო რანგის სამეცნიერო ფორმების მასპინძლობაში, მეცნიერული კვლევების ამსახველი აკადემიის შრომათა ყოველწლიური კრებულების გამოცემებსა და სხვ.

     2020 წლის თებერვალში საქართველოს ლიტერატურისმცოდნეობის აკადემიამ გამოსცა (გამომცემლობა „მერიდიანი“) შრომათა მეათე კრებული. მასში შეტანილია აკადემიის წევრების სტატიები, წერილები, გამოკვლევები.

       შრომათა X კრებულის მთავრი რედაქტორია აკადემიკოსი ოთარ ბაქანიძე, სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან აკადემიკოსები ლადო მინაშვილი და თემურ ჯაგოდნიშვილი.

       შრომათა კრებულში დაბეჭდილია აკადემიკოს ოთარ ბაქრაძის გამოკვლევა „ოლექსანდრ ნავროცკი – უკრაინულ ენაზე შოთა რუსთაველის პოემის პირველი პოეტი მთარგმნელი“.

      ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის გ. ბენაშვილი წერილი „ილია“, რომელშიც  წარმოჩენილია ილია ჭავჭავაძის ცხოვრება-მოღვაწეობის საეროვნო მნიშვნელობის რეგისტრები, ილიას ფენომენის ახლებური წაკითხვა.

       აკადემიკოს ენრიკო გაბიძაშვილის ნაშრომში გაანალიზებულია ქართველ ბატონიშვილთა ლიტერატურულ-მწიგნობური ღვაწლი ძველ ქართულ ხელნაწერებზე მათი მინაწერების მიხედვით.

    აკადემიკოს ნანა გაფრინდაშვილის წერილში შესწავლილია კოლონიური და პოსტოკოლონიური ეპოქების ლიტერატურულ-კულტურული სივრცე შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევების თვალთახედვით.

       აკადემიკოს დავით გოცირიძის სტატია „მითითება და სათაურის ონტოლოგიურ ბუნება საყურადღებოა საკითხის დაყენების თანამედროვე გააზრებით.

      აკადემიკოს ლადო მინაშვილი ნაშრომში „მწერლის იდეური ჩანაფიქრის გამოხატვის თავისებურება ილია ჭავჭავაძის პროზაში“ თავმოყრილია ილიას შემოქმედების ავტორისეული კვლევების ახალი შედეგები.

       აკადემიკოს გურამ მირესაშვილის წერილში შესწავლილია ქართულ მწერლობაში ასახული ევროპისა და ევროპელების გააზრების საკითხები.

    განსვენებული აკადემიკოსის მიხეილ ქავთარია ერთ-ერთი ბოლო გამოქვეყნებულ წერილში გააზრებულია ქართული ხელნაწერების აღწერის პრობლემასთან ექვთიმე თაყაიშვილის მიმართების თავისებურება.

       აკადემიკოს დავით წოწკოლაურის ნაშრომი ეძღვნება „სინდის“ ფუნქციის რკვევას ნ. ბარათაშვილის შემოქმედებაში.

       აკადემიკოს თემურ ჯაგოდნიშვილის წერილში შესწავლილია ქართველი ფოლკლორისტიკის თედო ბეგიაშვილის სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობის ფაქტები.

     ამას გარდა, აკადემიის შრომათა კრებულში გამოქვეყნებულია სამძიმრის წერილები აკადემიკოს ნოდარ ტაბიძის გარდაცვალების გამო (ავტორი თ. ჯაგოდნიშვილი), აკადემიკოს თენგიზ კიკაჩეიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,  აკადემიკოს მიხეილ ქავთარია გარდაცვალების გამო, რომლის ავტორები არიან აკადემიკოსები ოთარ ბაქანიძე და ლადო მინაშვილი.