
ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა "სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2021-2022", რომელიც ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).
"სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2021-2022" გახლავთ ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2019 წლის 5 აპრილს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ
პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ:
- განათლება
- სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
- ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
- ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
- სამართალი
- მენეჯმენტი
- საჯარო მმართველობა
სააპლიკაციო განაცხადის მსურველი:
- უნდა იყოს დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით
- უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეს დამამთავრებელ კურსზე
- უნდა იყოს მაქსიმუმ 30 წლის ასაკის
- უნდა ფლობდეს ფრანგულ ან ინგლისურ ენას
განაცხადების მიღება მიმდინარეობს მიმდინარე წლის 5 მარტის ჩათვლით,ელექტრონული სისტემის მეშვეობით განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.
სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.