• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

პროექტი PRINTeL - მეორე სამუშაო შეხვედრა ტრენერთა მომზადების შიდა საუნივერსიტეტო აქტივობების ჩატარებასთან დაკავშირებით

21 june


30 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, ERASMUS+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში გაიმართა მეორე სამუშაო შეხვედრა ტრენერთა მომზადების შიდა საუნივერსიტეტო აქტივობების ჩატარებასთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს მოკლე პრეზენტაციები პროექტის  პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში გავლილი ტრეინინგების შესახებ, სადაც ტრენერთა მომზადების კურსების მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში მიღებული გამოცდილება.

გადაწყდა, რომ შიდა საუნივერსიტეტო ტრეინინგების კურსებისთვის სილაბუსების მომზადება ქართულად და ინგლისურად დასრულდება მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ხოლო ტრეინინგების განრიგი უკვე საბოლოოდ დაზუსტდება მორიგი სამუშაო შეხვედრისთვის, რომელიც 6 თებერვალს დაიგეგმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურში.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს და განისაზღვრა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტრეინინგში მონაწილეობის მსურველი პროფესორ-მასწავლებლებისთვის (ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე; Power Point საოფისე პროგრამის ცოდნა; სმარტფონებითა და ლეპტოპებით უზრუნველყოფა და ა.შ.).

სამუშაო შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა PRINTeL პროექტის ფარგლებში სტუ-ს პროფესორებისთვის ტრეინინგის ჩასატარებლად ე.წ. მუდლის ელექტრონული სასწავლო სისტემის (Moodle) დემოვერსიის შექმნის საკითხი, დომეინით - DlfP.gtu.ge და აგრეთვე შიდა საუნივერსიტეტო ტრეინინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული დეტალები (საჭიროებები, ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვ.).

ამავდროულად განხილული იქნა მომზადებული სატრეინინგო მასალების მიხედვით შემდგომში რამოდენიმე ტრეინინგ კურსის შექმნის შესაძლებლობა, სამომავლოდ ტრეინინგების ჩასატარებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების იმპლიმენტაციის მდგრადობას.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების

 

სამსახურის ვებგვერდი.