
2018 წლის 17 მაისი
მაგდებურგის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა გეორგ ლომანმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: "ჯონ როულსის სამართლიანობის თეორიები".
შეხვედრას ესწრებოდნენ: საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი;
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის
დეკანი: პროფესორი ირაკლი გაბისონია.
ასევე, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ემერიტუს-პროფესორმა გეორგ ლომანმა თავდაპირველად ისაუბრა ჯონ როულსის ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ, შემდგომ განმარტა მისი შეხედულებები ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით და ძირითადი ყურადღებაა გაამახვილა ჯონ როულსის სამართლიანობის თეორიებზე და მათ განამარტებაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.