
ავსტრიის კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, სტუ-ს სტუდენტებისთვის, მევენახეობა-მეღვინეობისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, 2021-2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია სტუ-ს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის (2 სემესტრი) ან 2 სტუდენტის (1-1 სემესტრი) მობილობა ავსტრიის უნივერსიტეტში.
შერჩეულ სტუდენტს სასწავლო კურსების არჩევა შეეძლება მხოლოდ 2022 წლის იანვარში და მას საშუალება ექნება, აირჩიოს სასწავლო კურსები განსხვავებული პროგრამებიდან. სასწავლო კურსების არჩევა შესაძლებელი იქნება ვებგვერდიდან.
სტუ-ს მიერ ნომინირებული სტუდენტი ელ.ფოსტით მიიღებს ონლაინსააპლიკაციო ბმულს, ნომინირებიდან 1-2 კვირის შემდეგ, სადაც 2 კვირის განმავლობაში უნდა ატვირთოს თავისი სააპლიკაციო განაცხადი შესაბამისი დოკუმენტაციით.
2022 წლის საგაზაფხულო სემესტრის პერიოდია 14.02.2022 - 30.06.2022. უნივერსიტეტში სტუდენტის გამოცხადება რეკომენდირებულია 1 კვირით ადრე სწავლის დაწყებამდე.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის და მაგისტრატურისა სტუდენტებისთვის
სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადაა 10.11.21.
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 12 ნოემბრამდე.
გასაუბრება სტუ-ს საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 17 ნოემბრამდე.
იხილეთ IMC კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტებისთვის პრაქტიკული ინფორმაცია და საინფორმაციო ფურცელი.