• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

“კრეატიული ნაპერწკალის” მე-4 წლის პროექტის დაწყება

21 june


გაცნობებთ, რომ ოთხშაბათს  24 ნოემბერს15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურად (ონლაინ, ზუმითგაიმართება პროგრამა კრეატიული ნაპერწკალის მე-4 წლის  პროექტის გახსნის ღონისძიება სახელწოდებით “Ways for the Sustainable Development of the Enterprise and Entrepreneurship Eco-system at GTU”. ღონისძიებაზე პროექტის გუნდი საზოგადოებას გააცნობს წინა წლების მიღწევების და მე-4 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ინიციატივებს.

 

შეხვედრა საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დაესწროს შეხვედრას, სადაც, საშუალება გენებათ გაეცნოთ:

- პროექტის შედეგების პრეზენტაციას “Ways for the Sustainable Development of the Enterprise and Entrepreneurship Eco-system at GTU”;

- მე-4 წლის პროექტის სამომავლო გეგმების და ინიციატივების შესახებ დეტალურ ინფორმაციას;

 

ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში რეგისტრაცია სავალდებულოა.
სარეგისტრაციო ბმული:  https://forms.gle/PwaBkd3YpznJZxweA  

 

დადასტურების შემთხვევაშიმითითებულ ელფოსტაზე გამოგეგზავნებათ ღონისძიების ბმული.

 

ღონისძიების სამუშაო ენა არის ინგლისური და ქართული.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი - სამეწარმეო განათლება უმაღლეს სასწავლებლებში,  ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით და სტუ-სა და კილის უნივერსიტეტის თანამშრომლობით (Keele UK).

 

სტუ-ში პროექტის კოორდინატორია საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური. პროექტს ორგანიზებას უკეთებს სტუ-ს ინოვაციების ცენტრი. პროექტის პარტნიორია სტუდენტური თვითმმართველობა.