
ვილნიუსის კოლეჯი/გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Vilniaus kolegija/University of Applied Sciences – VIKO) (ვილნიუსი, ლიეტუვა) აცხადებს სასწავლო სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების მიღებას ლიეტუვის 2021-2022 მოკლევადიანი ინგლისურენოვანი კურსების პროგრამისთვის.
სტიპენდიის ტიპი: მოკლევადიანი (1-2 სემესტრი) სწავლება
სტიპენდიების რაოდენობა (კვოტა): 25
ლიეტუვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სია და სასწავლო პროგრამები იხილეთ ვებგვერდზე.
VIKO-ს მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსები იხილეთ აქ.
დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ განაცხადის სისტემის საშუალებით, 2021 წლის 16 აპრილამდე.
მოკლევადიანი სასწავლო სტიპენდიების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
საკონტაქტო პირი:
ქ.-ნი ვაივა ჩოკევიჩუტე (Ms. Vaiva Chockeviciute)
ელ.ფოსტა: v.chockeviciute@viko.lt