
ჩინეთის ცინჰუას უნივერსიტეტთან არსებული ვანკეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა (Vanke School of Public Health), ჩინეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ერთწლიან საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე (International Master of Public Health Program).
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა (IMPH) „ჩინეთის ბრწყინვალების ახალგაზრდული სქემის“ ფარგლებში, მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს განვითარებად სამყაროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ლიდერების ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობით.
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურად.
ჩინეთის მთავრობის აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა, ჩინეთის განათლების სამინისტროსთან ერთად, ფარავს არა მხოლოდ სწავლის, არამედ საერთაშორისო მოგზაურობისა და კამპუსზე ცხოვრების ხარჯებს.
სასწავლო სტიპენდია გათვალისწინებულია 2-3 პოტენციური სტუდენტისთვის, სრული 3-წლიანი სამუშაო გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის მარტის ბოლომდე.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.