• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

"ევროპისმცოდნეობის" საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის

21 june


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ნატოსა და ვეროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით  იწყებს ერთობლივ პროექტს  ტრენერთა სკოლას თემაზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“

ტრენერთა სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
  • საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში;

NATO

  • ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი NATO, NATO-ს ისტორია
  • NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები

EU

  • ევროკავშირის ისტორია
  • საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება
  • სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია
  • მითები ევროკავშირთან მიმართებაში;
  • ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები და სტრატეგიული კომუნიკაციები; ევროკავშირის დახმარების პროგრამები

ტრენერთა სკოლაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა 7 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია მე-9 სართულზე, 903ა ოთახში.