• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლა "1st Mobility in Transition"

21 june


გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Dresden) და Boysen კვლევების ტრეინინგჯგუფი (Boysen Research Training Group) ტრანსპორტის პრობლემებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს საზაფხულო სკოლას „1-ლი მობილობა გარდამავალ ეტაპზე“ (1st Mobility in Transition Summer School).

საზაფხულო სკოლა გაიმართება დრეზდენში, 2021 წლის 19-23 ივლისს.

სკოლაში განხილული იქნება მომავალი მობილობების შესაძლებლობები ინტერდისციპლინარულ ჭრილში.

მონაწილეობის გადასახადი:

  • მაგისტრატურის სტუდენტებისთვის - 100 €
  • PhD სტუდენტებისთვის - 200€
  • ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის - 250 €

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები (3 ECTS).

სააპლიკაციო განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: boysen-tud-summerapl@tu-dresden.de, არაუგვიანეს 2021 წლის 1-ლი მარტისა.

საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.