
UNESCO მესამედ აცხადებს ფოტოკონკურსს „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.
წლევანდელი კონკურსის მთავარი თემებია ტექსტილი და სამოსი და კულტურული ურთიერთობები კოვიდ-19-ის დროში, მათ შორის ტექსტილისა და სამოსის სფეროში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად: 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.
შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან).
პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები - ნახევრადპროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები კი - სამოყვარულო ციფრულ
ფოტოაპარატს.
ასევე, შერჩეული 50 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და გამოიცემა ფოტოალბომი.
ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 24 აგვისტომდე.
დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები იხილეთ აქ.