• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

Rosetta Stone კომპიუტერული პროგრამა უცხოური ენის შესწავლისათვის

21 june


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებსა და თანამშრომლებს სთავაზობს შეისწავლონ ან აიმაღლონ ცოდნის დონე სხვადასხვა უცხოურ ენებში: ინგლისური (British, US), ფრანგული, გერმანული, ესპანური (Spain, Latin America), იტალიური, ჩინური, ჰოლანდიური.

უცხოური ენის შესწავლას (დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია 10 უცხო ენა) სტუ უზრუნველყოფს Rosetta Stone მსოფლიოში აღიარებული კომპანიის ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.

სწავლებას აფინანსებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

სასწავლო კურსებში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები), ასევე, პროფესორ-მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა.

მსურველებმა სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებისათვის მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან უნდა მიაკითხონ მიმართონ ფაკულტეტების დეკანატებს და მიაწოდონ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია:

• სახელი და გვარი 
• პირადობის ასლი
• სასურველი უცხოური ენა (შესაძლებელია რამდენიმე უცხოური ენა ერთად აირჩიონ) 
• ჯგუფის ნომერი (მხოლოდ სტუდენტებისათვის) 
• მობილურის ნომერი
• ელექტრონული ფოსტის მისამართი

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებში:
თამარ კუპრეიშვილი
მობილური: 597 87 82 82
ქალაქის ტელეფონი: 2 36 42 34; 
შიდა ტელეფონი: 68 62;
ელ.ფოსტა: rosettastone@gtu.ge
სტუ-ს VI კორპუსი, ოთახი #407ა