
Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი (NEO), საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვენიის კამპუს ფრანსის ბიუროებთან ერთად აცხადებს ფოტოგრაფიის კონკურსს მათთვის, ვინც Erasmus+ სტიპენდიით იმყოფებოდა საფრანგეთში, როგორც სტუდენტი ან უნივერსიტეტის თანამშრომელი.
საკონკურსოდ ფოტოსა და წარწერის გაგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი, 2021, შემდეგ მისამართზე: campusfrancegeorgie@gmail.com.
გამარჯვებული დასაჩუქრდება სპეციალური პრიზით - 400€ ღირებულების ვაუჩერით თვითმფრინავის ორმხრივ ბილეთზე საფრანგეთის მიმართულებით.
კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ აქ.