• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

21 june


2018 წლის 17-21 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ იტალიის ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Politechnico di Bari – POLIBA), Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია იტალიური უნივერსიტეტი. საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფის უფროსის, მარიკა ზვიადაძისა და უფროსი სპეციალისტის, ქეთევან სიხარულიძის ვიზიტი Erasmus+ KA1 პროექტის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ფარგლებში განხორციელდა.

ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ ბარის ტექნიკური უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, როზილდა სამარკოს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის არსებული კავშირის გაღრმავებას, ახალი პროექტების შემუშავებას, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობას, ევროპის უნივერსიტეტებში სტუდენტების მიერ დაგროვებული კრედიტების საქართველოში აღიარებას, ქართულ უნივერსიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და სხვ.

მარიკა ზვიადაძე და ქეთევან სიხარულიძე შეხვდნენ ბარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის წარმომადგენელს საერთაშორისო განათლების საკითხებში, ელექტრული და ელექტრონული გაზომვების პროფესორს, ნიკოლა ჯაკონდოს, რომელთანაც ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლის შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე, ესტუმრნენ ფოჯას უნივერსიტეტს, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრები იტალიელ კოლეგებთან: მარია ჩიავარელასთან (საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისი), ასევე, სტუ-ისა და ფოჯას უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის (JORDI) მონაწილეებთან (ეკონომიკის დეპარტამენტი).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა 2017 წელს დამყარდა - გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. 2018 წელს ხელი მოეწერა ინტერინსტიტუციურ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, სტუ-ის 10 სტუდენტსა და 4 თანამშრომელს ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში ბარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის განხორციელების საშუალება ეძლევა.