ISEN Lille უნივერსიტეტი (Junia ISEN Lille) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2022
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 20 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 27 აპრილამდე
ნომინირებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე, რის შემდეგაც, ISEN Lille უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაივლიან გასაუბრებას.
ISEN Lille უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.
ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.
(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 4 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ISEN Lille უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ჩაშენებული ელექტრონიკის, დიდი მონაცემების (Big Data), პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერინგის მიმართულებები).
ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2022
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 20 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 27 აპრილამდე
ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.
ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ISEN Lille უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა ISEN Lille უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ჩაშენებული ელექტრონიკის, დიდი მონაცემების (Big Data), პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერინგის მიმართულებები).
- მთავარი
-
ფაკულტეტი
- დებულებები
- სტრუქტურა
-
დეპარტამენტები
- ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტი
- საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტი
- პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
- არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტი
- ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი
- სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტი
- უცხოური ენების დეპარტამენტი
- თეოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ცენტრი
- ლაბორატორიები
-
ცენტრები
- ქართველოლოგიის საუნივერსიტეტო სასწავლო - სამეცნიერო კვლევების ცენტრი
- ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი
- უძრავი ქონების ევროპული სტანდარტებით შეფასებისა და პროფესიონალ შემფასებელთა მომზადების სასწავლო - სამეცნიერო ცენტრი
- სამოქალაქო უსაფრთხოების ცენტრი
- რეგიონალური კვლევების ცენტრი
- მთარგმნელობითი ცენტრი
- ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა
- ფაკულტეტის სამწლიანი სამოქმედო გეგმა
- ფაკულტეტის ბიუჯეტი
- ფაკულტეტის ისტორია
- საგანმანათლებლო პროგრამები
- რესურსი
- სტუდენტებისათვის
- კონტაქტი