ტაილანდის სამეფოში არსებული CMKL University (ბანგკოკი, ტაილანდის სამეფო) ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სასტიპენდიო პროგრამას ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერულ ინჟინერიაში - AiCE პროგრამა.
სასტიპენდიო პროგრამაზე სააპლიკაციო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 აპრილი.
საერთაშორისო სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი, ასევე, ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
- სამაგისტრო პროგრამა ელექტრულ და კომპიუტერულ ინჟინერიაში;
- სამაგისტრო პროგრამა ტექნოლოგიებსა და შემოქმედებით ინოვაციებში;
- სადოქტორო პროგრამა ელექტრულ და კომპიუტერულ ინჟინერიაში.
სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.
კონტაქტისთვის:
ტაშკატრიტ მატიახანი (Tatchakrit Matyakhan)
სტუდენტთა რეკრუტირების ოფიცერი
ტელ: +666-1394-0500
ელ.ფოსტა: tatchakrit@cmkl.ac.th