
ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს ონლაინ სასწავლო კურსებს სტუდენტებისთვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 2020/2021 აკადემიურ წლის საზაფხულო სემესტრისათვის.
პროგრამა გრძელდება 1 სემესტრის განმავლობაში (2021 წლის 8 თებერვლიდან - 2021 წლის 30 ივნისამდე), უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სასწავლო კურსი მოიცავს საკითხებს ისეთი სამეცნიერო მიმართულებებიდან, როგორიცაა არქეოლოგია, არქივთმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები, ისტორია, სოციოლოგია და სოციალური მუშაობა.
ფილოსოფიის ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს:
- არქეოლოგია
- არქივთმცოდნეობა
- ისტორია
- პოლიტიკური მეცნიერებები
- სოციოლოგია
- სოციალური მუშაობა
კრედიტების რაოდენობა შეზღუდული არაა და სტუდენტებს შეუძლიათ აარჩიონ კურსები ყველა სასწავლო მიმართულებიდან.
დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის:
- პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე)
- EUROPASS CV (ინგლისურენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
- ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი და დანართი (ინგლისურ ენაზე) (არსებობის შემთხვევაში)
კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა პასპორტის ასლი უნდა გადააგზავნონ ელ-ფოსტაზე: tomas.hercik@uhk.cz და, ასევე, წარმოადგინონ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 11.12.2020.
სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.