ციკლი „შეხვედრა ცნობილ ჟურნალისტებთან“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გრძელდება,რომელმაც ამჯერად გოდერძი შარაშიას,ვახო სანაიასა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს უმასპინძლა.ჟურნალისტებმა პირადი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე აუდიტორიას და ასევე ისაუბრეს იმ თვისებებსა და მნიშვნელობაზე,რომლებიც ამ პროფესიითვის არის საჭირო.შეხვედრის ორგანიზატორია საინჟინრო ეკონომიკის,მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სტუდენტებთან შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს: „ნებისმიერი შეხვედრა პატარა კოლეგებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და სულ მგონია,რომ მათთვისაც ნაყოფიერი უნდა იყოს.რა თქმა უნდა, რაღაც კონკრეტული რჩევები მივეცით,მოვისმინეთ მათი აზრებიც და რაც ყველაზე მთავარია,მომწონს ის ბაზა,რომელიც თქვენ გაქვთ,სადაც აბსოლიტურად შეგიძლიათ სრულფასოვანი განათლება მიიღოთ“.ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლებლობებზე საუბრობს: „ძალიან ბევრი სიახლე აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ მიმართულებით.მას ჰქონდა საშუალება,რომ აქამდეც მოემზადებინა პროფესიონალი,მაღალი სტანდარტის კადრები,რომლებიც არაერთ ტელევიზიაში და სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში იმუშაობენ და ვფიქრობ,რომ ახლა ამ მნიშვნელოვან საქმეს კიდევ უფრო უკეთესად შეძლებენ“. ხოლო ჟურნალისტი ვახო სანაია იმ შესაძლებლობებზე საუბრობს,რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს: „ის,რაც ვნახე იძლევა იმის შესაძლებლობას,რომ სტუდენტმა აქ, ამ სასწავლებელში მიიღოს,როგორც თეორიული განათლება ასევე პრაქტიკული ცოდნა და შემდეგ უკვე ამ ცოდნით მოხდეს ორგანიზაციაში,ეს იქნება ტელევიზია თუ სხვა მედიასაშუალება და იმუშაოს,როგორც სრულფასოვანმა ჟურნალისტმა“.
- მთავარი
-
ფაკულტეტი
- დებულებები
- სტრუქტურა
-
დეპარტამენტები
- ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტი
- საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტი
- პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
- არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტი
- ფილოსოფიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი
- სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტი
- უცხოური ენების დეპარტამენტი
- თეოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ცენტრი
- ლაბორატორიები
-
ცენტრები
- ქართველოლოგიის საუნივერსიტეტო სასწავლო - სამეცნიერო კვლევების ცენტრი
- ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი
- უძრავი ქონების ევროპული სტანდარტებით შეფასებისა და პროფესიონალ შემფასებელთა მომზადების სასწავლო - სამეცნიერო ცენტრი
- სამოქალაქო უსაფრთხოების ცენტრი
- რეგიონალური კვლევების ცენტრი
- მთარგმნელობითი ცენტრი
- ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა
- ფაკულტეტის სამწლიანი სამოქმედო გეგმა
- ფაკულტეტის ბიუჯეტი
- ფაკულტეტის ისტორია
- საგანმანათლებლო პროგრამები
- რესურსი
- სტუდენტებისათვის
- კონტაქტი