• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

შეხვედრა პარლამენტის წევრ ლევან გოგიჩაიშვილთან

21 june


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“-საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ლევან გოგიცაიშვილმა შეხვედრა გამართა სტუდენტებთან საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ,რომელიც ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს შრომის კოდექსის“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს,რომელიც მიზნად ისახავს სტაჟირების ინტიტუტის გაძლიერებას და აღნიშნული საკითხის მიმოხილვას შრომითი ურთერთობის ჭრილში. სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის რატი გურგენიძის განცხადებით: „დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილთან შეხვედრა,სადაც განხილული იყო ახალი კანონპროექტის ინიციატივა,რომელიც ეხება საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლას.ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის,რადგან სამუშაო გამოცდილებათ ჩაეთვლებას სტაჟირების პერიოდი და ეს დაეხმარებათ მათ კარიერულ განვითარებაში“. პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი კი ამ პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს: „დღეს არსებობს სტაჟირების მცნება ზოგადად,მაგრამ ეს არ არის რეგულირებული სამართლებრივად და ამ ადამიანებს არანაირი სამართლებრივი უფლებები არ გააჩნიათ, არც სასამართლოზე მიმართვის,არც საკუთარი უფლების დაცვის,ამიტომ ჩვენ გვაქვს სურვილი,რომ ეს ყველაფერი საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ.დღეს ვხსნით დისკუსიას,ვიწყებთ ტექნიკური უნივერსიტეტით და გავაგრძელებთ სხვადასხვა უნივერსიტეტებში“.