
მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო,
გვინდა, გაცნობოთ, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერაზმუს+ (Erasmus+) აქტივობები გაგრძელდება. ინფორმაცია სტუ-ში მიმდინარე კონკურსის შესახებ და მიმღები უნივერსიტეტების ჩამონათვალი, როგორც ყოველთვის, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/erasmus+.php
საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური უზრუნველყოფს დაინტერესებული კონკურსანტებისთვის სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებულ ინტენსიურ კონსულტაციებს საინფორმაციო შეხვედრების (ჯგუფური, პერსონალური), სოციალური ქსელების, ელ.ფოსტის მეშვეობით.
კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები ამ ეტაპზე შეჩერებულია. კონკურსის გამოცხადებისთანავე ონლაინრეჟიმში დაიწყება კონსულტაციები, მანამდე კი გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ ინფორმაციას (იხილეთ თანდართული ფაილი) და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვმართოთ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური).