• კოსტავას 77 მეექვსე კორპუსი

  • social@gtu.ge საკონტაქტო ელ-ფოსტა

საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი

21 june


საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.ღონისძიება „ერთი სარტყელი ერთი გზა ქართული ბიზნეს-სახლის“ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი,რომლის მთავარი თემა: საქართველოსა და ჩინეთს შრომის არსებული სავაჭრო ურთიერთობებია და „ერთი სარტყელი ერთი გზა, ქართული- ბიზნეს-სახლის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთში ქართული მაღაზიების გახსნა იყო. ფორუმის მიზანს პროდუქციის ჩინეთის მიმართულებით ექსპორტში ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა წარმოადგენს. საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლის-ბექარ მიქაბერიძის განცხადებით ფორუმის ძირითადი მიმართულება არის ჩინეთის ტერიტორიაზე მეტი ქართული პროდუქტის გატანა : „ძირითადად ემსახურება „ერთი სარტყელი ერთი გზა ქართული ბიზნეს-სახლის“ მიმართულებას ”Duty Free”, რომელიც იხნება ჩინეთის ტერიტორიაზე.ძირითადი მიმართულება არის ქართული ”Duty Free”,- გახსნა ჩინეთის ტერიტორიაზე და მეტი ქართული პროდუქციის გატანა“. სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის ჯემალ ფუტკარაძის განცხადებით: „ჩინური კომპანიები არის წარმოდგენილი დღევანდელ ფორუმზე და მიგვაჩნია,რომ დღევანდელი ფორუმის შემდეგ მრავალი ახალი ქართული პროდუქცია გავა ძალიან დიდ ბაზარზე,როგორიც არის ჩინეთის ბაზარი“.